პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“, სამართალდამცავი სისტემა და „შერატონ ბათუმი“ ორკესტრირებულად მოქმედებენ. პარტიაში ამბობენ, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი და სწორედ მისი კვალის გაქრობას ცდილობენ სამართალდამცავი სტრუქტურები. ამასთან, გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება აღმოჩნდა ფიქტიური, რადგან მის გუნდს ვიდეო მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა მტკიცებულებების ექსპერტიზაზე გაგზავნის მოტივით არ მისცეს.
„ქართულ ოცნებაში“ ბრალდებებს სპეკულაციად აფასებენ და ყველას მოუწოდებენ დაელოდონ გამოძიების დასრულებას.