პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, მუნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, ასევე განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ. როგორც „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა დაუყოვნებლივ უნდა მოამზადონ ერთიანი სამოქმედო გეგმა, ინფექციის მეტად გავრცელების პრევენციისთვის. ასევე, „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთი წევრის, ტატა ხვედელიანის თქმით, მოქალაქეები სათანადოდ არ არიან ინფორმირებული არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი პრევენციული ზომების შესახებ.