„გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ეკა უდესიანმა სასწავლო პროცესში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სკოლების ნაწილს რეაბილიტაცია არ ჩაუტარდა, რის გამოც მოსწავლეებს უწევთ სხვადასხვა ცვლაში, სხვა სკოლებში იარონ. უდესიანი თბილისის მერიას პასუხისმგებლობას აკისრებს.