გახარიას განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

პარტია „საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე დღეს, სავარაუდოდ, პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. გიორგი გახარიას და მისი პარტიის 11 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება 2 ივლისის სხდომაზე შეუწყვიტეს. „ქართულმა ოცნებამ“ მიზეზად საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო გაცდენები დაასახელა. ცნობისთვის, გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩართვისას საპარლამენტო მანდატებზე უარს შეცდომა უწოდა და თავისი პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა არ გამორიცხა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პოლიტსაბჭო თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იმსჯელებს. გახარიამ ასევე დაადასტურა, რომ გერმანიაში ბინადრობის უფლება მიიღო და უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ აპირებს.