„გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ წევრებმა დღეს ერთობლივი შეხვედრა გამართეს, სადაც მათი თქმით, მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმდნენ. კანდიდატთა სიას პარტიები უახლოეს დღეებში წარადგენენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნეს, რომ დღევანდელი შეხვედრით ორ პარტიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მეორე ეტაპი დაიწყო.