გაიოზ კანდელაკის იუბილე
ცნობილი კომპოზიტორების კომპოზიციები და მრავალფეროვანი პროგრამა – თბილისის ბიგ-ბენდი გაიოზ კანდელაკის 80 წლის იუბილეს კონცერტით აღნიშნავს. ადამიანს, რომელსაც თბილისის ბიგ-ბენდის და ჯაზ-ფესტივალის დაარსება უკავშირდება, საიუბილეო კონცერტის შემდეგ ილიას ბაღში სახელობით ვარსკვლავს გაუხსნიან.