„გაიკეთეთ პირბადე“ - ერთად ვებრძოლოთ კორონავიურსს 

ეპიდემიოლოგების პირველი ამოცანა კორონავირუსის გავრცელების სისწრაფის შეკავებაა.

ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, ვაქცინის შექმნას კიდევ მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება. ამიტომ შექმნილ ურთულეს ვითარებაში ვირუსული ინფექციისგან მოქალაქეებმა თავი თავად უნდა დავიცვათ. მაშინ, როდესაც ეკონომიკა გახსნილია, მოხსნილია ყველა მკაცრი შეზღუდვა და მკვეთრად გაუარესებული სტატისტიკის ფონზე „კოვიდ-19“-თან თანაცხოვრება გვიწევს, თავდაცვის ყველაზე ძლიერი იარაღი პირბადეა, რომელიც დახურული სივრცის გარდა სასურველია, რომ უკვე ღია სივრცეშიც ვატაროთ. მინიმუმ მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა, მასობრივი თავყრილობების შეზღუდვა, მცირე შეკრებების ღია სივრცეში მოწყობა და ჰიგიენის ნორმების დაცვა ის აუცილებელი პირობებია, რომელთა მაქსიმალურად დაცვის შემთხვევაში ეპიდემიოლოგები დღევანდელი საგანგაშო მაჩვენებლის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ.