პრესტური სამეგრელოში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სხვადასხვა მედიასაშუალების 30-მდე წარმომადგენელმა ანაკლიაში „ექოვეივის“ ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერეს, მოინახულეს კინჩხას ჩანჩქერი. ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა ეთნოსოფელი „სისა ტურა“ დაათვალიერეს, ზუგდიდში მედიის წარმომადგენლები კერამიკის სახელოსნოს ეწვივნენ.