გაფრთხილება ტყის შესაძლო ხანძრებზე
ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტის დაფიქსირებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეხმაურება. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ ტყეში გადაადგილებისა და ქცევის დადგენილ რეგულაციებს. სამინისტროს განმარტებით, სტატისტიკის მიხედვით, ტყის ხანძრები ძირითადად ადამიანის დაუდევრობითაა გამოწვეული. ამასთან, საგაზაფხულო პერიოდში განსაკუთრებით ხანძარსაშიში რეგიონები კახეთი, შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთია.