გაფიცვა ენგურის ხიდზე

ხმაური იყო დღეს ენგურის ხიდზე, ოთხთვალების, მიკროავტობუსისა და ტაქსების მფლობელებმა, რომლებიც ე.წ. საზღვარს კვეთენ, აქცია გამართეს. ისინი აფხაზეთის მიმართულებით ახალი მიკროავტობუსების მუშაობას აპროტესტებენ. აქციის წევრები მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. რომელმაც ერთი მოქალაქე ადმინისტრაციულად დააკავა.