გაფიცული მაღაროელების პროტესტი გრძელდება

შიმშილობის მეთერთმეტე დღე ჭიათურაში. გაფიცული მაღაროელები პროტესტს არ წყვეტენ და კვლავ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. გაფიცულ მაღაროელებს მხარდაჭერა დღეს სკოლის მოსწავლეებმა გამოუცხადეს. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს გაფიცულ თანამშრომლებს, კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება.