გაფართოვდება თუ არა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

დაავალებს თუ არა საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობას ოთხოზორიატატუნაშვილის სიის გაფართოებას. ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის რეზოლუციის არაჯეროვანი შესრულების თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას ითხოვს „ევროპული საქართველო“. დადგენილება იურიდიულ კომიტეტზე მთავარი პროკურორის გამოკითხვასაც ითვალისწინებს. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე მთავარ საგამოძიებო უწყებას არ აღუძრავს საქმე რუსეთის ფედერაციის არც ერთ მოქალაქეზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს მოქალაქეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და მკვლელობაში. ოპოზიციაში ასევე განმარტავენ, რომ დადგენილების მიზანია, დაფიქსირდეს პარლამენტის შეშფოთება მთავრობის არაეფექტური მუშაობის გამო და მოუწოდოს, რომ გააფართოვოს და გაააქტიუროს ღონისძიებები ოთხოზორია-ტატუნაშვილის რეზოლუციის აღსრულების მიზნით.