გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ხვალ მშვიდობის აქციის გამართვას გეგმავენ

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებენ და მშვიდობის აქციის გამართვას გეგმავენ ხვალ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები. ისინი ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

მეორე ტურში მხარდაჭერის მიუხედავად, “ევროპული საქართველო” საპროტესტო აქციას არ შეუერთდება. ამის შესახებ პარტიაში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, განცხადება დავით ბაქრაძემ გააკეთა. “ევროპულ საქართველოში” თვლიან, რომ პოლიტიკური ბრძოლის გზა პოლიტიკურ რეფორმებზე გადის.