გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დაკმაყოფილდა

12:07, 18.11.2018

მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში დანიშვნას აპროტესტებდა.

მოსარჩელე მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ორდღიანი ვადა აქვს.

ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია ამ უფლებას. მანამდე ისინი კონსულტაციებს გეგმავენ.

მსგავსი