გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები წალენჯიხაში

გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანებული ოპოზიციის სხვა ლიდერები წალენჯიხაში იმყოფებოდნენ.

მათ ადგილობრივებთან შეხვედრისას, მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაზე ისაუბრეს. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ბიუჯეტში დაიზოგება მილიარდზე მეტი, რაც მოხმარდება  400 ლარიან პენსიას, 1000 ლარიან ხელფასს მასწავლებლებისთვის და 2000 ლარიან ხელფასს პოლიციელებისთვის.