გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ილია მეორეს შეხვდნენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ილია მეორესთან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურსა და მის მშვიდ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ასევე, ვაშაძის განცხადებით, პატრიარქი დაინტერესდა თუ რას აპირებს ოპოზიცია ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის დასანგრევად. სწორედ ამ ფრაზას გამოეხმაურა საპატრიარქო. მათი განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და ეს არის შეხვედრის ვაშაძისეული ინტერპრეტაცია.