კამპანიის „მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ ფარგლებში, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელმოწერები შეაგროვეს. კამპანია მიზნად ისახავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით შეცვლას. ამ მიზნით ხელმოწერებს 20-მდე ოპოზიციური პარტია აგროვებს.