გაერთიანებული ოპოზიციის განცხადება

გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას საარჩევნო პროცესის ხელის შეშლაში ადანაშაულებს და ახალქალაქში საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარაკოზიანის გათავისუფლებას იხოვს.

ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის კომიიის წევრის, თეონა ჭალიძის განმარტებით თავმჯდომარე კომისიის წევრებს შეურაცხყოფას აყენებს, რასაც მასსა და მარაკოზიანს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.  ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. დაკითხვის დროს კი ჭალიძის თქმით, ახალქალაქის  სამხარეო პოლიციის განყოფილების უფროსის კაბინეტში მაგიდაზე ცეცსასროლი იარაღები იდო, რაც ზეწოლის და დაშინების მცდელობაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სსკ-ის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობაა ან ძალადობის მუქარას გულისხმობს. რაც შეეღება იარაღის ეპიზოდს, განცხადების მიხედვით ,პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის სამუშაო ოთახში სამსახურეობრივი საშტატო იარაღის არასაბრძოლო მდგომარეობაში არსებობა არ სცდება უფლებამოსილების და ეთიკის ნორმებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეტყობინებაზე დანაშაულის, ან სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო მოკვლევას არ დაიწყებს.