გაერთიანებული ოპოზიციის განცხადება

გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში ზვიად გამსახურდიას დევნაში მხილებული პირი მონაწილეობს.

ნუგზარ წიკლაურმა და ნიკა მაჭუტაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ გია მხეიძის შესახებ გამსახურდიას საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში არაერთი მოწმის ჩვენება არსებობს, სადაც ის ფიგურირებს.