გაერთიანებული ოპოზიციის განცხადება

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ქვეყანაში გაზრდილ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე საუბრობს.

პაატა დავითაიას თქმით, გასულ წელს 2017 წელთან შედარებით, დანაშაულის საერთო მაჩვენებელი 60 %-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც გახსნილი საქმეების რაოდენობა  18 %-ით შემცირდა. გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ გაზრდილია როგორც ძარცვის, ისე თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობები. პაატა დავითაიას თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა იმატებს, არ შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრის პრემიერ-მინისტრობაზე საუბარი.