გაერთიანებული ოპოზიციის განცხადება

გაერთიანებული ოპოზიცია რუსთავის მიკროავტობუსებზე მგზავრობის ტარიფის გაძვირებას აპროტესტებს.

დღეს ოპოზიციის ოფისში ზურაბ მელიქიშვილმა და რუსთავის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი ამბობენ, რომ კომპანიამ და რუსთავის მერიამ მგზავრობის საფასური შეთანხმებულად გააძვირეს.

ოპოზიცია ითხოვს ტარიფი კვლავ ლარ-ნახევარი გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.