გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ რუსთავში 10-11 ნოემბერს დამატებითი რეგისტრაციის გავლის დროს დარღვევები დაფიქსირდა.
ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, მათ კარდაკარ გადაამოწმეს დამატებითი სიები, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც ამ ეტაპზე საზღვარგარეთ იმყოფებიან, ან არარსებულ მისამართზე არიან რეგისტრირებული.
ბეჟაშვილი ამბობს, რომ გადამოწმებულ სიებს რუსთავის საოლქო-საარჩევნო კომისიას მიაწოდებენ და მოუწოდებენ, ასეთი ადამიანები საარჩევნო სიებიდან ამოიღონ.