გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებები

ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის თავმჯდომარე.

დარეჯან ცხვიტარიას თქმით, წინასაარჩევნოდ ფოთში ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამასთან ერთად საარჩევნო ბარათები იგზავნება მისამართებზე, სადაც მითითებულ მოქალაქეებს რეალურად არასდროს უცხოვრიათ, თუმცა მიუხედავად ამისა, მათი გვარები შეყვანილია საარჩევნო სიებშიც.

ბრალდებებს „ქართული ოცნების“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კაკულია აცხადებს, რომ ბრალდებები აბსურდია.