ველისციხეში, ოპოზიციის აქციაზე დაშავებულებიდან გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალში“ ერთი პოლიციელი და აქციის ერთი მონაწილე რჩება.
ექიმების განცხადებით, პოლიციელს თავის ტვინის შერყევა აქვს და სტაციონარში კიდევ ორი დღის განმავლობაში დარჩება, ხოლო აქციის მონაწილე ქალბატონს დაჟეჟილობები აღენიშნება და სავარაუდოდ, საღამოს გაწერენ სამედიცინო დაწესებულებიდან.
დაშავებულები დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა მოინახულა.