გაერთიანებული ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზნით, გაერთიანებული ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ოპოზიციას, ხელმოწერების შეგროვების მიზნით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს ბლანკს გადასცემს. საინიციატივო ჯგუფის შექმნაზე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

ოპოზიციას საქართველოს კონსტიტუციური პროექტის ინიცირებისთვის 200 ათასი ხელმოწერა სჭირდება, თუმცა ისინი მილიონი ხმის შეგროვებას გეგმავენ.  ოპოზიციას ხელმოწერების შეგროვებისთვის 4-თვიანი ვადა აქვს.

საქართველოს ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, შემდეგ კი, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება და ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა.