გაერთიანებული ოპოზიცია აქცია-პერფორმანსს მართავს

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები რესპუბლიკის მოედანზე აქცია-პერფორმანსს მართავენ. ისინი გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. მათ აღნიშნული მოთხოვნების ამსახველი ბანერებით ქვეითთა გადასასვლელი დაიკავეს. იგივე პერფორმანსი კიდევ ორ ლოკაციაზე – მეტროსადგურ „მარჯანიშვილსა“ და „ვაჟა ფშაველაზე“, მოდულის შენობის მიმდებარედ ქვეითთა გადასასვლელებზე იმართება.