გაერთიანებული კომიტეტების სხდომა

საგანმანათლებლო პროექტ ტელესკოლასთან დაკავშირებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის. განათლების კომიტეტში განხილვა დასრულებულია, დოკუმენტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დაჩქარებული წესით ცვლილება შედის კანონის იმ ნორმაში, რომელიც კრძალავს ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსებას, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვას და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირ ან ირიბ დაფინანსებას, ასევე თანადაფინანსებას.

კანონს ემატება დამატებითი გამონაკლისი და ეს აკრძალვა არ გავრცელდება საგანმანათლებლო და კულტურული ხასიათის პროგრამებზე. ცვლილებების ავტორი განათლების სამინისტროა, ინიციატორი მთავრობა.

პირველი არხი | განათლება