გაერთიანებული კომიტეტების სხდომა

ანაკლიის პროექტის სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერაზე ისაუბრა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მაია ცქიტიშვილმა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის გარდა, პროექტის განხორციელების აუცილებლობას ხაზი გაუსვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამაც.