გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა მარნეულში მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნეს

15:10, 13.04.2019

გაერთიანებული ოპოზიციის მარნეულის მერობის კანდიდატი აგილ მუსტაფაევი და გაერთიანების ლიდერები გრიგოლ ვაშაძე, აზერ სულეიმანოვი და ზურაბ მელიქიშვილი მარნეულის სოფელ ალგეთში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ძირითადი პრობლემა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდება და გაზრდილი კრიმინალია. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნეს.

 

მსგავსი