გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა

უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის საკითხი განიხილეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მოლაპარაკებებს რაიმე სახის ქმედება, ან თუნდაც ერთობლივი განცხადება არ მოჰყოლია. საუბრის ძირითადი ნაწილი ამერიკისა და რუსეთის მუდმივ წარმომადგენლებს შორის კამათს დაეთმო, რომლებიც კონსენსუსამდე ვერ მივიდნენ. შეერთებული შტატების წარმომადგენელმა რუსეთი აგრესიულ ქმედებებში დაადანაშაულა. თავის მხრივ, რუსეთის სპიკერმა კვლავ უარყო კრემლის გეგმები უკრაინაზე თავდასხმის თაობაზე და ამერიკულ მხარეს სთხოვა წარმოედგინა „რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა ფაბრიკაციებისა“.