გაეროს რეზოლუცია

ნიუ იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თანასპონსორებთან ერთად გაიზარდა რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა და შეადგინა 84 სახელმწიფო. ფაქტს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გამოეხმაურა. რას გულისხმობს მიღებული რეზოლუცია და როგორია შეფასებები – ნათია ქენქაძე გვეტყვის.