გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია

ახალგაზრდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დღეიდან 3 დღის განმავლობაში გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში ჩაერთვებიან.

ღონისძიება ამჯერად ხორციელდება თავად გაეროს მოდელირების ასოციაციის პატრონაჟით, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ ბინაში მდებარეობს. მოდელირებაში 15 ქვეყნის 200-მდე ახალგაზრდაა ჩართული, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ისინი მომდევნო 3 დღის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ირგვლივ საკომიტეტო მუშაობებსა და დებატებში მიიღებენ მონაწილეობას.

ახალგაზრდებს ხვალ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეხვდება.