გაეროს გენერალური ასამბლეა

საქართველოს გამო მოსკოვის მიმართ მწვავე გზავნილები ამჯერად გაეროს ტრიბუნიდან გაჟღერდა.

მიხეილ ჯანელიძეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის მონაწილეებმა მოუსმინეს. ეს არის მინი დებატებად წოდებული შეკრება, რომელიც კონფლიქტებს და უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება. მიმართვის დროს საქართველოს პირველმა დიპლომატმა მსოფლიო ლიდერებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებზე, გახშირებულ გატაცებებზე და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებაზე. გამოსვლის ერთი ნაწილი მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას დაეთმო, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების სოციალური პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

„მოამბე“ ნიუ იორკიდან – სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა მიხეილ ჯანელიძის გამოსვლა.