გაეროს ბრალდება საუდის არაბეთს

გაერო საუდის არაბეთის მიერ ფორმირებულ არაბულ კოალიციას ომის დანაშაულში სდებს ბრალს. კოალიცია 2015 წლიდან დღემდე იემენში შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ საჰაერო იერიშს ახორციელებს, რასაც უკვე 10 ათასზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბავშვები.  იემენში სამ წელზე მეტია ჰუმანიტარული კრიზისი მძვინვარებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არაბულ კოალიციას საჰაერო თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.