გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა

18:07, 29.07.2018

გაეროს ბავშვთა ფონდმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან და სამთავრობო უწყებასთან თანამშრომლობით ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს ეხება.

2018 წლის  ანგარიშში გამოვლენილია ის მიზეზები, რაც ბავშვებს ქუჩისკენ უბიძგებს. ასევე ნათქვამია, რომ ამ ბავშვებს შორის რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი გამოიკვეთა, რომელთა საქმიანობა შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში ძალადობრივ ან დანაშაულებრივ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული. ამ დროისთვის უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა უწყებაა გაერთიანებული და რომელიც პრობლემის მოგვარების საკითხებზე მუშაობს.

თემაზე მომზადებულ რეპორტაჟს 21 საათზე  გადაცემა “ახალი კვირა” შემოგთავაზებთ, თქვენ ასევე ნახავთ სიუჟეტის მთავარ გმირს, მოზარდს, რომელიც საკუთარ ისტორიას მოგვიყვება.

მსგავსი