გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა – აშშ-ის დელეგაციის პროტესტი

18:19, 28.07.2026

ამერიკის დელეგაციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სესია პროტესტის ნიშნად იმ დროს დატოვა, როდესაც სიტყვით საფრანგეთის წარმომადგენელი გამოდიოდა. პროტესტი უკავშირდება ფრანგი დიპლომატების გამონათქვამებს, რომლებმაც შეერთებული შტატები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გამო გააკრიტიკეს. მედიის ცნობით, კრიტიკული მოსაზრებების გაცვლა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისრად ვოლკერ ტურკის ხელახლა დანიშვნას მოჰყვა, რომელიც 4-წლიანი ვადით ხელახლა, 24 ივლისს დაამტკიცეს. მას წევრი ქვეყნების უმრავლესობის, მათ შორის საფრანგეთის მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა. კენჭისყრის შემდეგ გაერო-ში საფრანგეთის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვაშინგტონის პოზიცია გააკრიტიკა. საპასუხოდ, გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს „ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დამრღვევებს“ და ხმას აძლევს ადამიანს, რომელიც თავისუფალ და სუვერენულ დემოკრატიებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელს „ლექციებს უკითხავს“.

მსგავსი