გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი

18:24, 17.09.2026

გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა.

განიხილეს ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები, პერსპექტივები და საერთაშორისო ბაზრებზე ქართლი პროდუქტების პოზიციონირების საკითხები. ისაუბრეს ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებზე. კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ წარმოსაჩენად.

მსგავსი