გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი

18:38, 18.09.2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში უმასპინძლა. მინისტრმა სტუმარს რეგიონში უნიკალური სასწავლო – შემეცნებითი და ტექნოლოგიური ცენტრი დაათვალიერებინა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სამუზეუმო, საგანმანათლებლო, კვლევით და ბიზნეს კომპონენტებს.  ვიზიტის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2027 წელს საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმი გაიმართება, რომელსაც ორგანიზაცია პირველად ჩაატარებს. ფორუმის თემატურ კონფერენციებს  ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი უმასპინძლებს.

 

მსგავსი