გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროექტი

„მაღალი ღირებულების საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოს მებაღეობაში“, –  ამ სახელწოდების კონფერენციის ფარგლებში ფერმერებს, მწარმოებლებსა და დონორ ორგანიზაციებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში კაკლოვანი კულტურისა და ხილის განვითარების შესაძლებლობებზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ იგეგმება ამ მიმართულებების განვითარება.

ღონისძიება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერაა დაფინანსებული.

დატოვე კომენტარი