გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეული გაიხსნა

„ხმა ამოიღე, გაუფრთხილდი სიცოცხლეს,“- ამ სახელწოდებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეული გაიხსნა.

თბილისში წინა წელთან შედარებით საგზაო შემთხვევების მაჩვენებელი 7 %-ით არის გაზრდილი. 7 % არის გაზრდილი დაშავებულთა რაოდენობა, გარდაცვლილთა კი 4 %-ით. ღონისძიების ფარგლებში მსჯელობენ სტატისტიკის შემცირების გზებზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.