გაერო-ს რეზოლუცია

ნიუ იორკში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ქართველი დევნილების სტატუსის შესახებ დამტკიცებულ დოკუმენტს ჩვენი ქვეყნის გარდა ავტორად კიდევ 44 ქვეყანა ჰყავს. 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ მიღებულია რეზოლუცია, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი ოჯახების მშობლიურ სახლებში უპირობოდ დაბრუნების უფლებას უჭერს მხარს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, გაერო-მ იძულებით გადაადგილებულთა მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. რეზოლუციას, რომელსაც საქართველო გაერო-ში 2008 წლის შემდეგ ყოველ წელს წარადგენს, მხარდამჭერებს შორის წელს ახალი ქვეყნებიც გამოუჩნდნენ. დოკუმენტის კენჭისყრას წინ ცხარე პოლიტიკური დებატები და მწვავე განცხადებები უძღოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკული გზავნილების მოსმენას რუსეთის წარმომადგენლის გაღიზიანება მოჰყვა.

 

დატოვე კომენტარი