გაერო-ს ორგანიზებული კონფერენცია ნიცაში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, ნიცაში გაერო-ს ოკეანეების მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში, საერთაშორისო პანელურ დისკუსიებზე სიტყვით გამოვიდა. პანელური დისკუსიების მთავარ თემას წარმოადგენდა მდგრადი თევზჭერის მართვა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება.

საქართველოს წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში უკვე დანერგილ სისტემურ რეფორმებზე და ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთო გამოწვევების – მათ შორის დაბინძურების, კლიმატის ცვლილებისა და გადაჭარბებული თევზჭერის წინააღმდეგ.