ესპანეთში გაერო-ს მე-4 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა – მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საუბარი შეეხება მდგრადი განვითარების დაფინანსების საკითხებს. ღონისძიებაში მსოფლიოს 70-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები მონაწილეობენ. მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა გენერალური დებატების ფარგლებში, ასევე დაგეგმილი აქვს პირისპირ შეხვედრები კოლეგებთან.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.