გაერო-ს კონტრტერორისტული კვირეული 

12:15, 01.07.2026

ნიუ-იორკში გაერო-ს კონტრტერორისტული კვირეული იმართება. სიტყვით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გამოვიდა. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და მათი ეფექტიანად გადაჭრის მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და გლობალური ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების დაძლევის კუთხით, აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მზადყოფნა.

მსგავსი