სასამართლოს გადაწყვეტილება 

18:24, 25.11.2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების – ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. ამით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურატურის შუამდგომლობას არ იზიარებდა დაცვის მხარე. ადვოკატების განცხადებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ უნდა დადგეს არანაირი აღკვეთის ღონისძიება, ხოლო ის, რაც არის – პატიმრობა, უნდა გაუქმდეს. სხდომას სამივე ბრალდებული ესწრებოდა. სამივე მათგანის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. შეგახსენებთ, რომ ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც დაკავებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
წარდგენილი ბრალი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი