გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – სასამართლო პროცესი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ანასტასია ბერუაშვილის და ნია იმნაძის პროცესზე სასამართლო დარბაზთან ხმაური იყო. გიგა ავალიანის დედა იმნაძის ოჯახის წევრებს დაუპირისპირდა. ხმაურის გამო, პროცესზე შესვენება გამოცხადდა. ამ დროისთვის კი გიგა ავალიანის ძმის ნიკა ავალიანის დაკითხვა გრძელდება. მანამდე კი პროცესზე დასაკითხად საქმეზე მსჯავრდებულები გიორგი მალანია და დემეტრე ჩიქოვანი მიიყვანეს, თუმცა მათ ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს და განაცხადეს რომ რადგან ამავე საქმეზე არიან მსჯავრდებულები და ამის უფლება აქვთ. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს რადგან საქმე ეხება არასრულწლოვნებს. ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს. იმნაძეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბერუაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება რაც შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.