გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია

ევროპელი ლიდერები აღნიშნავენ, რომ საქართველომ უკვე დაასრულა საარჩევნო ციკლი და ახლა მთავარია, ვიყოთ ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე, – აცხადებს დავით ზალკალიანი. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ვიზიტის მნიშვნელობასა და გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველო უთავსებს საკუთარ ეროვნულ ვალდებულებებს 2030 წლის გაერო-ს მდგრად ვალდებულებებს. გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენცია გრძელდება. მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი კლიმატის ცვლილებებიდან მომდინარე საფრთხეების გადაჭრის გზებზე მსჯელობს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დატოვე კომენტარი