გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადება

12:22, 17.09.2026

იემენელ „ჰუსიტებსა“ და საუდის არაბეთს შორის დაპირისპირება გრძელდება. გაერო-ს გენერალური მდივანი საუდის არაბეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე „ჰუსიტების“ თავდასხმებსა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში ნავიგაციისთვის შექმნილ დაბრკოლებებს გმობს. ანტონიუ გუტერეშის თქმით, მხოლოდ სამხედრო მოქმედებები კრიზისს ვერ მოაგვარებს. შესაბამისად, ის მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა „ჰუსიტებთან“ ფარული, არაფორმალური მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან შეთანხმების მისაღწევად, გუტერეშმა განაცხადა, რომ გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლები ამ მიმართულებით აქტიურ და ფართომასშტაბიან ძალისხმევას ახორციელებენ.

მსგავსი