გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გააკრიტიკა რუსეთის შეტევები უკრაინაზე და განაცხადა, რომ ეს თავდასხმები საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. გუტერეშის პრესმდივნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი გამოხატავს შეშფოთებას საშიში ესკალაციისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის გამო. ანტონიო გუტერეშის თქმით, მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები აკრძალულია საერთაშორისო სამართლით. ამასთან, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება გასცა.