გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დააბრუნონ გატაცებული უკრაინელი ბავშვები. რეზოლუციას 91-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის, საქართველომ. რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის არიან აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი. რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნები მოსკოვისგან ითხოვენ, „უზრუნველყოს ყველა უკრაინელი ბავშვის დაუყოვნებლივი, უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს ან დეპორტირებულები არიან“. რუსეთმა და კიდევ 11-მა ქვეყანამ, მათ შორის ბელარუსმა, ირანმა, ნიკარაგუამ, კუბამ და მალიმ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 57-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, სომხეთმა.